მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდებიან. ღონისძიება დღეს 16:00 საათზეა დაგეგმილი.
სტუდენტები მოსწავლეებს  იმ ქიმიურ ექსპერიმენტებს და ტექნოლოგიურ, შემეცნებით თამაშებს გააცნობენ, რომლებიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენება.
შეხვედრას დაესწრება ამერიკის ელჩი საქართველოში – იან კელი.
სტუდენტებს სიტყვით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია. ვორქშოფს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე საქართველოში – ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორი – ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მაგდა მაღრაძე დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები