ვეტერან ქალბატონებს 8 მარტს ბავშვები მიულოცავენ

ხვალ, 8 მარტს, 12:00 საათზე გობელენის მუზეუმში ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნახატების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის 56-მა ბავშვმა მიიღო. კონკურსში არის სამი საპრიზო ადგილი. გამარჯვებულების დაჯილდოება საზეიმო გარემოში, გობელენის მუზეუმში გაიმართება. ასევე, გამარჯვებული ნახატებისგან მისალოცი ბარათები დამზადდება, რომლებიც ვეტერან ქალბატონებს დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები