უხვი ნალექის გამო, ხაშურში მდინარემ სამი სოფლის დამაკავშირებელ ხიდს საძირკველი გამოაცალა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარის ადიდების შედეგად, სატრანსპორტო ხიდი ჩაინგრა. უხვი ნალექის გამო, მდინარე პილიანამ სამი სოფლის დამაკავშირებელ ხიდს საძირკველი გამოაცალა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილი გვიან ღამითვე მოინახულეს. ადგილზე მოწყობილია დროებითი საფეხმავლო ხიდი.
რაც შეეხება სატრანსპორტო ხიდს, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ის უახლოეს მომავალში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები