ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა

ლაგოდეხის რაიონული საავადმყოფოს, „კელაპტრის“ მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა. 
როგორც საავადმყოფოს მედპერსონალი აცხადებს, 37 წლის მამაკაცი კლინიკაში თავის ტრავმით ნასვამ მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე თქმით, პაციენტი აგრესიით გამოირჩეოდა, ახლობლები მის დაწყნარებას ცდილობდენ, მოგვიანებით კი მისი შეკავება ვეღარ შეძლეს და მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადახტა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილი სოფელ ნინიგორის მცხოვრებია.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები