დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება: ისნის, ჩუღურეთის, დიდუბის, გლდანის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს.
„ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კასპის, უბილავას, ზურაბიშვილის და ნოსირის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის, ალავერდის და ცაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და II კვარტლების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, წყაროთუბნის, ჯაბიძის და ხევისპირის ქუჩების მაცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხარაძის, ხევძმარის, ხიზამბარელის, სარაჯიშვილის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, სამოცდამეცამეტე, მაღალაშვილის, ველისციხის და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მცხოვრებლებს“, – აღნიშნულია „თელასის განცხადებაში.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.