ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას სთხოვს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ”რუსთავი 2”-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.
„სამართლის საძებნელად მოვედი. წერილი უნდა ჩავაბაროთ, ვთხოვოთ, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთონ ჩემი ქონებრივი უფლებების დასაცავად. მეორედ ვარ აქ მოსული, პირველად სააკაშვილის გამო მოვედი, როდესაც მე ლტოლვილი ვიყავი და ვიძებნებოდი. სტრასბურგის გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ ვაკრიტიკებ, მათ არავითარი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მხოლოდ შეაჩერეს აღსრულება.
„რუსთავი 2“-სა და სახელმწიფოს შორის არის დავა, გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ჩემი პირადი უფლება დააზიანოს, ამიტომ ჩემი უფლებების დასაცავად მოვედი“, – განაცხადა ხალვაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები