შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

 “პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა.
„სამართლებრივად, მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში”, – განაცხადა ქარჩავამ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაკითხა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, თეთრუაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხეს. როგორც ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, “ციანიდის” საქმეზე სხვა პირებიც დაიკითხნენ, თუმცა იურისტი არ აკონკრეტებს, არიან თუ არა მათ შორის სასულიერო პირები. ქარჩავას თქმით, იგი საქმის მასალებს არ იცნობს და არც რომელიმე პირის დაკითხვას დასწრებია.
„ე.წ. ციანიდის საქმეზე ის პირებიც დაიკითხნენ, ვინც ჩვენს სტრუქტურულ ერთეულებში მუშაობენ. ჩემი ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი მთავარმა პროკურატურამ ერთხელ უკვე დაკითხა. თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ მის და სხვა პირების დაკითხვას, დამატებით კვლავ დაკითხავს. არც ერთი პირის დაკითხვას არ დავსწრებივარ და რა თქმა უნდა, საქმის მასალებს არ ვიცნობ, რადგან საპატრიარქო ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, ობიექტური პირის როლში გამოდის.
მე მხოლოდ ის ვიცი, რაც მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჩვენთან შეხვედრისას განაცხადეს“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები