გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობები შეაჩერა

  ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში „მოქალაქე“ არ გაწევრიანებულა – ამის შესახებ გია ხუხაშვილმმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა. მისი თქმით, მან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობები შეაჩერა. შესაბამისად, არც მის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეში” არ გაწევრიანებულა. “თქვენ გაინტერესებთ, გვაქვს თუ არა მე და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობის პრობლემა?! ეს ასე არა. ჩვენი პიროვნული ურთიერთობები ჩვენი პირადი საქმეა და აქ სასაუბრო არაა. ჩვენ ეს ურთიერთობები გარკვეული გვაქვს. თუმცა მე მის ამ პროექტში არ ვმონაწილეობ. საქმიანი ურთიერთობები ივანიშვილთან შეჩერებული მაქვს”, – დასძინა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები