ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის „აიდას“ განსაკუთრებული ვერსიის პრემიერა გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი, საიუბილეო 165-ე სეზონზე, ექსკლუზიურად წარმოადგენს ჯუზეპე ვერდის „აიდას“ განსაკუთრებულ ვერსიას. როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, მაყურებელი პირველად იხილავს თეატრისა და კინოს კლასიკოსის, ფრანკო ძეფირელის დადგმას თბილისში.
„აიდას“ პრემიერები სხვადასხვა შემადგენლობით 4, 5, 7, 12, 15 და 18 მარტს გაიმართება.
4 მარტს, 19:00 საათზე, ფრანკო ძეფირელის დადგმის თბილისურ პრემიერას მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებული მაესტრო, დანიელ ორენი უდირიჟორებს.
მთავარ პარტიებს შეასრულებენ მოწვეული ქართველი სოლისტები: ანიტა რაჭველიშვილი, იანო ალიბეგაშვილი, გია ონიანი, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი ანდღულაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. სპექტაკლს თბილისშიც ფრანკო ძეფირელის ასისტენტი სტეფანო ტრესპიდი დადგამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები