საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარტიები არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ

პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ამას მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ დამოუკიდებლად მოუწევთ. მმართველი გუნდის მიდგომა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განმარტა.
“ბლოკების არსებობა პარტიებს საშუალებას აძლევს, ეს მექანიზმი გარკვეული მანიპულაციებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს. შემიძლია დავასახელო რამდენიმე ბლოკი, რომელში შემავალი პოლიტიკური ძალების შესახებ საზოგადოებამ არც კი იცის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები