დღეს „სტუმარის“ კონცერტი გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე,   Backstage76-ში   მუსიკალური ჯგუფის,  „სტუმარის“ კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სცენაზე გამოვლენ: ნინო ჯანჯღავა – ვოკალი, ფლეიტა, კლავიშები;  დათო ხოსიტაშვილი – გიტარა; მარინა ჯანჯღავა – ვიოლინო, ვოკალი;  ჯავად ჯავადაძე – ბასი;   კაკი ჯაფარიძე – დასარტყმელი ინსტრუმენტები, დოლი.
როგორც თავად მუსიკოსები ამბობენ, მათი შემოქმედება კონკრეტული ჟანრის კუთვნილება არაა, იგი უფრო ქართულ ფოლკზე დამყარებული ჯაზკლასიკაა.
ჯგუფი “სტუმარი” 2002 წელს ჩამოყალიბდა. დაარსების დღიდან ჯგუფი ტრადიციულ ქართულ მოტივებთან შეჯერებულ თანამედროვე მუსიკას ქმნის. ჯგუფმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა: გერმანიაში, საფრანგეთში… ჩაწერილი აქვს ალბომები: “ბეწვის ხიდი” და „დილა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები