ადვოკატებმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით, პროკურატურას მიმართეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, მათი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნით, პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართეს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
”მას შემდეგ, რაც გუშინ ჩვენება მისცა მამა გიორგი მამალაძემ, მივიჩნიეთ, რომ კიდევ უფრო აუცილებელია მისი ოჯახის და ასევე პირადად მისი უსაფრთხოების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ არ დამთავრებულა დაკითხვა, ჩვენების დიდი ნაწილი უკვე მიცემულია და აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია მისი უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა. არაერთი საჯარო განცხადებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პროკურატურაში ეს განცხადებები საკმარისად არ მიიჩნიეს, ამიტომ ჩვენ გვინდა, არ დავუტოვოთ საფუძველი მათ პროცედურების შესაძლო დარღვევაზე საუბრისა და მივმართეთ ოფიციალური განცხადებითაც”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები