ადვოკატი: ციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში თავისი ხელით არ ჩაუდია

“ციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში თავისი ხელით არც ჩაუდია”, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარე შეეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას, პროკურატურამ კი საკუთარი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, გუშინ მიმდინარე დაკითხვისას, მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურისგან ოჯახის წევრთა დაცვა მოითხოვა. რამიშვილის განცხადებით, ამ მოთხოვნით, დაცვის მხარე დღეს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.
„ძალიან ბევრი ისეთი კითხვა დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხი გაეცემა იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქნებიან დაცვით უზრუნველყოფილი. ამის თაობაზე ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას, დავუსაბუთებთ, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს და რატომ ითხოვს მამა გიორგი თავისი ოჯახის წევრების დაცვის უზრუნველყოფას“, – განაცხადა რამიშვილმა.
დაკავებული გიორგი მამალაძის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში 13:00 საათისთვის განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები