ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს პასპორტმა მიიღო აბსოლუტურად ახალი დატვირთვა

“საქართველოს პასპორტმა მიიღო აბსოლუტურად ახალი და სხვა დატვირთვა”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაციის მინიჭების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველომ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ისტორიულ ოჯახში ინტეგრაციისაკენ.
„საქართველომ ევროკავშირის შავი სიიდან (ასე ეწოდება) გადაინაცვლა თეთრ სიაში, ანუ იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებიც უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას. საქართველოს პასპორტმა მიიღო აბსოლუტურად ახალი და სხვა დატვირთვა და ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ჩვენს ისტორიულ ოჯახში კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისაკენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები