„თი ბი სი ბანკისა“ და PwC Georgia-ს ერთობლივი ტრენინგი მეწარმეებისთვის

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, „თი ბი სი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგებს სთავაზობს. მეწარმეთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, ტრენინგების ფორმატი შეიცვალა და  უფრო მასშტაბური გახდა.
„თი ბი სი ბანკში“ გამართულ ტრენინგს უძღვებოდნენ PwC Georgia-ს საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი და უფროსი მენეჯერები. სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, კერძოდ, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას, დაეხმარება ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან.
ტრენინგი „თი ბი სი ბანკის“ სათავო ოფისში გაიმართა და მას სხვადასხვა კომპანიის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც ბანკის კლიენტები არიან. ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, ტრენინგები სექტემბრიდან იმართება და მათში უკვე 1500 – მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ბიზნესის წარმომადგენლებს “თი ბი სი ბანკი” უკვე მესამე წელია სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა ინტერნეტმარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა.
ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა. ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები