იოჰანეს ჰანი: გილოცავთ, ეს არის დანაპირების შესრულება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაციის მინიჭებას ულოცავს.
ევროკომისრის თქმით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
”ძალიან ბედნიერები ვართ, ახლა დარჩენილია ადმინისტრაციული საკითხები და უნდა ველოდოთ, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი რეალურად ამოქმედდება. გილოცავთ, ეს არის დანაპირების შესრულება, რომ თუ საქართველო ჩვენს ყველა მოთხოვნას შეასრულებდა, უვიზო რეჟიმსაც მიიღებდა. იმედი მაქვს, რომ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობით უფრო მეტი მოქალაქე ისარგებლებს, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები. ეს ახალი შესაძლებლობაა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვის, ასე რომ, გამოიყენეთ ეს”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
დღეს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია მიიღო.
„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა არ სჭირდებათ”, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები