დიდუბის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, სამუშაოები 8 მისამართზე მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, წყალტუბოს ქუჩის N1,2,3,4-ში, ცაბაძის ქუჩის N1,2-ში, წერეთლის გამზირის N55ა, 61, 71-73 და 132-ში, ასევე, დიღმის მასივის, მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 კორპუსებთან კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟს ახორციელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება საფეხმავლო ბილიკები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, პატარებისთვის კი სათამაშო ატრაქციონები დამონტაჟდება.
სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ქაგა“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები