საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

დღეს, 25 თებერვალს, 9:15 საათზე, თბილისში და ქუთაისში, პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა ერთდროულად დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე ტაბახმელაში იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

70b4142334c40872b34550be6fbc6e01_56774

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები