„ძალა ნდობას “- შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას აგრძელებს (ვიდეო)

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა, სოციალური კამპანიის – „ძალა ნდობას“ ფარგლებში, თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე საინფორმაციო გაკვეთილი ჩაუტარეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის და მისი პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს და აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ. შსს-ს წარმომადგენელი – მაკა ფერაძე უფროსკლასელებს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.
შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას – „ძალა ნდობას“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები