ტრამპმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ამერიკაში საწარმოების აღდგენა დააანონსა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ ხელი უნდა შეუწყონ აშშ-ში წარმოების აღდგენას, რათა აშშ მსოფლიო ვაჭრობაში ლიდერი გახდეს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
შეხვედრას General Electric Co., Caterpillar Inc.-ის, ასევე კომპანიების Johnson & Johnson და Emerson Electric-ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
„ბიზნესმენები იზიარებენ აშშ-ის ხელისუფლების პოზიციას, რომელიც აშშ-ში საწარმოების დაბრუნებას და სამუშაო ადგილების შექმნას ცდილობს“ – განაცხადა ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა „ძალზე ცუდი შეთანხმებები“, რომლებიც წინა ადმინისტრაციამ გააფორმა, ასევე მან ისაუბრა უარყოფით სავაჭრო ბალანსზე, რაც შეერთებულ შტატებს მექსიკასთან და ჩინეთთან აქვს. ტრამპმა პირობა დადო, რომ ის დასჯის კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამუშაო ადგილებს ქმნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები