მდინარაძე ოპოზიციაზე: ნახეს, რომ პროგრესული ცვლილებები ხორციელდება და დარბაზი დატოვეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტის პლენარული სხდომიდან უმცირესობის მიერ დარბაზის დატოვებას გამოეხმაურა და მათი გასვლის მიზეზი განმარტა.
მდინარაძის ვარაუდით, ოპოზიციამ დარბაზი იმიტომ დატოვა, რომ ე.წ მოსმენების კანონპროექტი იხვეწება.
„საკანონმდებლო პაკეტში მთელი რიგი ცვლილებები შედის. მათ ნახეს, რომ მართლაც პროგრესული ცვლილებები ხორციელდება და კიდევ უფრო იხვეწება. სამწუხაროდ, მათ ამაში არ მიიღეს მონაწილეობა და დარბაზი დატოვეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. მოსმენების კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას ითხოვდა, რის გამოც, მათ პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვეს.