გია ვოლსკი: ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი პროფესიონალურია

,,ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი პროფესიონალურია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი შესაბამისობაშია მთავარ მოთხოვნასთან, რომ სტრუქტურა არ იყოს დამოკიდებული იმ სტრუქტურებზე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ვოლსკის თქმით, ოპოზიციის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
,,ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი პროფესიონალურია. ის შესაბამისობაშია მთავარ მოთხოვნასთან, რომ სტრუქტურა არ იყოს დამოკიდებული იმ სტრუქტურებზე, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ანგარიშვალდებულება, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის, სასამართლოს, პროკურორის და რაც მთავარია, პარლამენტის კონტროლი არის მაღალ დონეზე უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია ეროვნული უსაფრთხოების თემა. ოპოზიციის ამოცანა სხვა რამეში მდგომარეობს, რომ მივიღოთ დასუსტებული სტრუქტურა და რაც შეიძლება მეტი ჩრდილი მიადგეს სახელმწიფოს“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით – 89 ხმით 20-ის წინააღმდეგ – ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. პარლამენტი დღეს ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები