თბილისი- რუსთავის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ

თბილისი- რუსთავის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო.
თბილისი-რუსთავის მიმართულებით ამ დრომდე მხოლოდ მინივენები და მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. ავტობუსების დანიშვნა კი რუსთაველებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, გადაადგილების მეტ შესაძლებლობას მისცემს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„უნდა არსებობდეს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც იქნება მეტად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებულად კი სტუდენტებისთვის. სტუდენტები ისარგებლებენ იმ შეღავათით, რითაც თბილისის ტრანსპორტით გადაადგილებისას სარგებლობენ.
ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ რუსთაველი სტუდენტებისთვის გაჩნდეს განათლების მიღების წახალისების და ხელშეწყობის მეტი საშუალება,“- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები