ავღანეთში „ბოევიკები“ საკუთარ ნაღმზე აფეთქდნენ

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკი“ ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში საკუთარ ნაღმზე აფეთქდნენ. ისინი დასახლება ბოდარის მახლობლად გზაზე ნაღმის დამონტაჟებას ცდილობდნენ, თუმცა შეცდომა დაუშვეს და ნაღმზე თავად აფეთქდნენ.
ავღანეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული “ბოევიკის“ სახელია შოკირი და ის ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტი იყო. ეს პირი ავღანეთის სხვადასხვა რაიონში მომხდარი ტერაქტების უკან იდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები