„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სტამბოლში 35 ადამიანი დააკავეს

სტამბოლის პოლიციის ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 35 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
მათივე ცნობით, დაკავებულებს სამხედრო ტანსაცმელი და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია აღმოაჩნდათ.
ორი კვირის წინ, თურქეთში რამდენიმედღიანი ოპერაციის შედეგად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 820 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები