გამბიაში დაზვერვის ყოფილი შეფი დააკავეს

გამბიაში დაზვერვის ყოფილი შეფი – იანკუბ ბადგი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ბადგის უკვე წარუდგინეს ბრალი, ის ყოფილი პრეზიდენტის პერიოდში, უფლებადამცველების და პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობაშია ბრალდებული.  დაკავებულია ასევე ბადგის თანაშემწე – შეიხ ომარ იენგი.
გამბიაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, წინა პრეზიდენტთან, იახია ჯამესთან დაკავშირებული 51 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები