საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა და მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელიც სადახლო – ბაგრატაშენის ახალი ხიდის მშენებლობას შეეხება. აღნიშნული საკითხი განსახილველად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევროს ღირებულების შეღავათიანი სესხი გამოუყო. ამ თანხით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდი აშენდება. პროექტს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები