თურქეთში გერმანული “Die Welt”-ის კორესპონდენტი დააკავეს

თურქეთში გერმანული გაზეთის – “Die Welt”-ის კორესპონდენტი დენიზ იუსელი დააკავეს. მას ტერორიზმის პროპაგანდაში, ტერორისტული დაჯგუფების წევრობასა და ინფორმაციის არამართლზომიერ გამოყენებაში ადანაშაულებენ.
43 წლის იუსელი პოლიციამ უკვე დაკითხა, მის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.
იუსელს ორმაგი – თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს. გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, იუსელი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მის უდანაშუალობას დაამტკიცებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დენიზ იუსელი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ბერათ ალბაირაკის ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული შეტევების თემას აშუქებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები