გიორგი გლოველს ხელისუფლებამ ფულადი ჯილდო გადასცა

უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს გიორგი გლოველს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინიაციაში გამარჯვება მიულოცეს. თვითმმართველობის ინიციატივით, მსახიობს ფულადი ჯილდო – 1000 ლარი გადაეცა.
მიღწეული წარმატება მსახიობს მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემაც მიულოცა.
„თვითმმართველობა მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს, როგორც შემოქმედებითი ადამიანის მიღწევებს, ასევე წაახალისოს მათი პროფესიონალური წარმატება. ვუსურვებთ მას აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას და წარმატებებს. ჩვენ მისგან კიდევ ბევრ და საინტერესო როლს ველოდებით“, -განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ თუთარაშვილმა დაჯილდოებისას.
გიორგი გლოველს „დურუჯის“ პრემია საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის („იხვებზე ნადირობა“ , რეჟისორი მამუკა ცერცვაძე) 2016 წლის 27 დეკემბერს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები