აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ვაშინგტონი მოსკოვთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობისათვის მზად არაა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე სამხედრო სფეროში რუსეთთან სათანამშრომლოდ მზად არ არის, თუმცა პოლიტიკური თანამშრომლობისთვის მზად არის. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ჩვენ დღეს არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ სამხედრო სფეროში ვითანამშრომლოთ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები საერთო პოზიციების მონახვას და წინ მოძრაობას შეეცდებიან“, – განაცხადა მეტისმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა საერთაშორისო ნორმებს პატივი უნდა სცეს, მათ შორის იმათაც, რომლებიც ნატოსთან გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში აიღო.
როგორც მეტისმა დღეს განაცხადა, აშშ-ის მოლოდინი რუსეთთან დაკავშირებით რეალისტურია და ის მოსკოვთან ძალის პოზიციიდან საუბარს აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები