“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კრწანისის რაიონში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს ხვალ, 17 თებერვალს განახორციელებს.
სამუშაოები ერთდროულად, წყალსადენის ქსელის ორ სხვადასხვა მონაკვეთზე, კრწანისის II შესახვევში და ახოსპირელის და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ჩატარდება. დამონტაჟდება ორი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი წყლის წნევის რეგულატორი, რის შემდეგაც კრწანისის რაიონის ქუჩების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 17თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან, 18 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
წინანაურის ქუჩას, ორთაჭალისდა კრწანისის ქუჩების ნაწილს, ბრიტანეთის საელჩოს,
ჯიბლაძის და კუფტინის ქუჩებს, ახოსპირელის ქუჩას, ჩიხებს დალერმონტოვის ქუჩის ნაწილს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები  მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები