აშშ ავღანეთსა და ერაყში შეიარაღებული ძალების რაოდენობას გაზრდის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერაყსა და ავღანეთში დამატებითი საჯარისო შენაერთების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაახლოებული წყაროები იუწყებიან.
შენაერთების გაგზავნის თარიღი უცნობია, თუმცა ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში მოხდება. საუბარია ორ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ადამიანის გაგზავნაზე.
ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნებში კონტინგენტის გაზრდას დონალდ ტრამპიც და აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ჯეიმს მეტისიც მიესალმებიან.
რუსული მედია ამ ფაქტს აშშ-ის მიერ რეგიონში გავლენის გაზრდის სურვილით ხსნის.
„თუ ამერიკული ჯარი სადმე შედის, ის იქიდან აღარ გადის. ერაყი და ავღანეთი გეოპოლიტიკის კუთხით საკვანძო ქვეყნებია. იქ ყოფნით აშშ-ს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“, – წერს გაზეთი „იზვესტია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები