“მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული”

“რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვიწყვეტია. მათი აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ პირობებში, მათი აღდგენა მოხდება“, – განაცხადა კარასინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს და სხვა საკითხები ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების დროს განიხილება.
ცნობისთვის, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები