პუტინი რუსეთის და აშშ-ის სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის აღდგენის ინიციატივით გამოდის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის და ამერიკის სპეცსამსახურებს შორის დიალოგის განახლების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, „ეს საერთო ინტერესებშია“.
“ეს დიალოგი უნდა განახლდეს და ახალ ეტაპზე ავიდეს. საუბარია, პირველ რიგში, ტერორიზმთან ბრძოლაზე. დიალოგი უნდა აღდგეს აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნებთანაც“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში უცხოეთის სპეცსამსახურების აქტივობა არ მცირდება. „2016 წელს უშიშროების სამსახურმა დაზვერვის 53 თანამშრომლის და 386 აგენტის საქმიანობა აღკვეთა, ასევე 45-ჯერ აღკვეთილია ტერორისტული ხასიათის დანაშაული“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა  აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და კონფლიქტის ესკალაციაში კიევი დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები