ტრამპი ნეთანიაჰუს დაჰპირდა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ შექმნის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბინიამინ ნეთანიაჰუს დაჰპირდა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არასოდეს შექმნის. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ისრაელში შეერთებული შტატების საელჩოს გადატანას იერუსალიმში აპირებს.
ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციის გამო გააკრიტიკა. ამასთან ერთად, ტრამპმა მოუწოდა ისრაელს, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობისგან თავი შეიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები