რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდნენ, რომელიც ქვემო ზარამაგის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის 25 წლის მოქალაქე ე.წ. საზღვარზე მიკროავტობუსით 18 ათასი სიგარეტის კოლოფის გადატანას ცდილობდა.
ამოღებულია “CONTINENT superslims 5”-ის მარკის 18 ათას 290 კოლოფი სიგარეტი. მანქანის დათვალიერების დროს, მძღოლი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. სასაზღვრო უწყებაში.
ამჟამად დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები