გაერო: სირიასა და ერაყში დამბების დანგრევის შემთხვევაში მილიონობით ადამიანს საფრთხე ემუქრება

გაეროს ინფორმაციით, სირიასა და ერაყში, მდინარე ევფრატზე და ტიგროსზე დამბების დანგრევის შემთხვევაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი’ იუწყება.
გაეროს ინფორმაციით, ტაბკას დამბას, რომელიც სირიის ქალაქ  რაქას მახლობლად მდებარეობს, ასევე ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარე დამბას დანგრევა ემუქრებათ.
დამბების დანგრევის შემთხვევაშიო საფრთხე ემუქრება ქალაქებს რაქას, დეირ-ეზ-ზორსა და მოსულს, სადაც, საერთო ჯამში, 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ჰიდროტექნიკური ნაგებობების დანგრევა, შესაძლოა, უხვმა ნალექმა, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ მიერ მოწყობილმა დივერსიამ ან კოალიციის ავიაციის დარტყმებმა შეიძლება გამოიწვიოს.
გაეროს ინფორმაციით, ტაბკას დამბა სირიაში კოალიციური ავიაციის დაბომბვების შედეგად უკვე დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები