სირიის საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა ასტანაში 16 თებერვალს გაიმართება

სირიის საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრა  ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 16 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
თავდაპირველად, შეხვედრის ჩატარება 15 თებერვლისთვის იგეგმებოდა.  ის დახურულ რეჟიმში გაიმართება.
საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა, ასევე ასტანაში, 6 თებერვალს გაიმართა. მასში სირიის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, იორდანიის და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სირიაში ამჟამად ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებები პერიოდულად მაინც ხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები