მანანა კობახიძემ მოსამართლის ფიცი დადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ ფიცი დადო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და მოსამართლეები დაესწრნენ.
მანანა კობახიძემ მოსამართლის პოსტზე ქეთევან ერემაძე ჩაანაცვლა, რომელსაც სამოსამართლეო ვადა ამოეწურა.
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში იქნება. ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტის კვოტით წარადგინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები