ხორცის ფასმა 2-3 ლარით მოიმატა

ბაზარზე ხორცი გაძვირდა. როგორც მოვაჭრეები და მომხმარებლები ამბობენ, ადრინდელ ფასებთან შედარებით, ხორცის ფასმა 2-3 ლარით მოიმატა.
დღეის მდგომარეობით, ხორცის საშუალო ფასი 13-14 ლარია. სპეციალისტთა ინფორმაციით, ცვლილება ხორცის დეფიციტთანაა დაკავშირებული. კერძოდ, გაზრდილია ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი, რამაც ადგილობრივ ბაზარზე გავლენა მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები