მეუფე იაკობი: ვინც ამ თემებზე დაუწყებს პატრიარქს ლაპარაკს, იგი მისი პირადი მტერია

“ვინც ამ თემებზე დაუწყებს პატრიარქს ლაპარაკს, იგი მისი პირადი მტერია”, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, იგი პატრიარქის გამოჯანმრთელებას ელოდება. ამასთან, მეუფე იაკობი, პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ვერსიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „რუსთავი 2“-ის ვერსიაა, რომელსაც არ ენდობა.
რაც შეეხება მის კავშირს რუსეთთან, მეუფე იაკობი ამას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი ეპისკოპოსია, რომელსაც რუსეთი ვიზას არ აძლევს.
„ჩავალთ საქართველოში, გამოჯანმრთელდება პატრიარქი. მადლობა ღმერთს, მალე გამოჯანსაღდება. ყველაფერი კარგად მიდის და მერე როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება. შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს „რუსთავი 2“- ის ვერსიაა და სერიოზულად არ ვუყურებ. დაველოდოთ გამოძიებას, თუ ვარ რამეში დამნაშავე, უნდა დავისაჯო. არავის არ უნდა დავაფაროთ ხელი. ვისაც არ დასჯიან, ჩვენ დავსჯით.
რაც შეეხება ჩემს რუსულ გავლენებს, ეს აბსურდია. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ, რომელსაც რუსეთი ვიზას არ აძლევს და ქვეყანაში არ უშვებს“, – განაცხადა იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები