პაკისტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, მოჰმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის უსაფრთხოების ძალების სამი თანამშრომელია. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთმა ტერორისტმა ბომბის აფეთქება მოასწრო, ხოლო მეორე – უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. ტერორისტები ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები