რატომ ადარებს არჩილ გამზარდია შორენა თეთრუაშვილს ვერა ქობალიას

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. არჩილ გამზარდია მიიჩნევს რომ, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას მსგავსად, არ რეაგირებს.
„შეიძლება, ცოტა არაერთგვაროვნად გამიგოთ, მაგრამ მაინც ვიტყვი: სააკაშვილის ხელისუფლების დროს, იყო ასეთი მინისტრი, ვერა ქობალია, რომელსაც იმდენს ლანძღავდნენ და იმდენ შეურაცხყოფას აყენებდნენ საჯარო პირები, მეტი რომ არ შეიძლება. ყოველთვის მაკვირვებდა ვერა ქობალიას ძლიერი პიროვნული უნარი, არასდროს გაეცა პასუხი, ყოფილიყო ყოველთვის სოლიდური და თავაზიანი. სად რა სიმართლე იყო , არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ძალიან ბევრ მლანძღველზე მაღლა იდგა. უცნაური პარალელი კია, მაგრამ მსგავსი განცდა მიჩნდება შორენა თეთრუაშვილზეც, რომელიც აშკარად აღმოჩნდა მიტროპოლიტზე და ბევრ სხვა პირზე მეტი ინტელექტისა და პიროვნული სიძლიერის. ხაზს ვუსვამ აქაც, რომ სად რაა სიმართლე, ამას არ ვეხები, არამედ ადამიანების ინტელექტს, რომელიც დღეს ძალიან აკლია გარემო კომუნიკაციებს“, -წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები