ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ალიანსის დაფინანსების საკითხებს განიხილავენ

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ალიანსის დაფინანსების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა ბელგიის დედაქალაქში 15 და 16 თებერვალს იმართება.
როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, აშშ-ის და ევროპის ტრანსატლანტიკური კავშირები ურღვევია. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ნატოს წევრებმა ამ ორგანიზაციის დაფინანსებაში მეტი წვლილი უნდა შეიტანონ.
„2015 წელს ჩვენ თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯების კლება შევაჩერეთ. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ნატოს ბევრმა წევრმა ხარჯების შემცირებით მნიშვნელოვანი ეკონომია შეძლო.  2016 წელს კი პირველად ეს ხარჯები გაიზარდა 0 3,8%-ისთ, რაც 10 მილიარდ დოლარს უდრის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მეტისთან შეხვედრას ანიჭებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან რამდნიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა და თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ნატოს მიმართ ერთგულება გამოხატა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსება „უფრო სამართლიანად უნდა გადანაწილდეს“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები