როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში დღეიდან 18 თებერვლის ჩათვლით, თოვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარბუქი.მისივე ინფორმაციით, 17-18 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, ყინვაც გაძლიერდება.
„დღეიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში თოვაა მოსალოდნელი. ასევე, მოსალოდნელია ქარბუქი.
17-18 თებერვალს ყინვა გაძლიერდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში ღამით -2 -4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, რაც შეეხება აღმოსავლეთს, შიდა ქართლში ღამით -11 -13 გრადუსი ყინვა იქნება, კახეთში -10, დედაქალაქში -5-7. დღისით დასავლეთ საქართველოში -2 +3 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში 0 + 5 გრადუსი“, -განუცხადა „კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები