ჩინეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის სინძიანის პროვინციაში დანით შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. თავდამსხმელები სამნი იყვნენ და ისინი პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თავდასხმის მოტივები უცნობია. ჩინეთის ხელისუფლება ამ პროვინციაში მსგავსი ტიპის შეტევებში მუსლიმან სეპარატისტებს ადანაშაულებს.
სინძიანის პროვინცია, სადაც 10 მილიონამდე მუსულმანი ცხოვრობს, ჩინეთი ყველაზე არასტაბილურ რეგიონად ითვლება. მუსლიმანი სეპარატისტები აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოს, აღმოსავლეთ თურქესტანის შექმნას მოითხოვენ და ხშირად ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები