ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს და უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ცალსახად აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციას ხელს შეუწყობს და ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს“, – განაცხადა სპაისერმა.
პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი რუსეთთან სათანამშრომლოდ მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები