პატრიარქი გერმანულ კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამ დრომდე ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება. ოპერაციის შემდეგ, იგი თავს კარგად გრძნობს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გუშინ გადაიყვანეს.
ექიმები იმედოვნებენ, რომ პატრიარქი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს, სამშობლოში კი კვირის ბოლომდე დაბრუნდება. უწმინდესის მოსანახულებლად, ბერლინის კლინიკაში გერმანიაში მცხოვრები ქართველები ყოველ დღე მიდიან. უწმინდესს კვლავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს.
ოპერაციის შემდეგ გადაღებული უწმინდესის პირველი კადრები ქართველმა მრევლმა გუშინ ნახა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. მას ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ორი დღის წინ ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები