სტამბოლში 1 იანვარს მომხდარ ტერაქტში მონაწილეობისთვის  დაკავებული პირი მოითხოვს, რომ სიკვდილით დასაჯონ

აბდულკადირ მაშარიპოვმა, რომელიც სტამბოლში 1 იანვარს მომხდარ ტერაქტში მონაწილეობისთვის დააკავეს, მოითხოვს, რომ ის სიკვდილით დასაჯონ. ამის შესახებ გამოცემა “Hurriyet Daily News” იუწყება. მან, კერძოდ, განაცხადა, რომ  „კარგი იქნება, თუ სიკვდილს მიუსჯიან“.
„მე მინდოდა, რომ ქრისტიანებს თავს დავსხმოდი იმისთვის, რომ მათზე, მსოფლიოში ჩადენილი დანაშაულისთვის შური მეძია. ჩემი მიზანი იყო ქრისტიანების მკვლელობა. სირიაში მყოფმა აბუ შიჰადმა მე დამავალა, რომ ტაქსიმის რაიონში თავდასხმა მომეწყო, ვინაიდან იქ ქრისტიანები იკრიბებიან“, – განაცხადა მაშარიპოვმა.
მაშარიპოვმა ასევე თქვა, რომ ტერაქტის დროს სიკვდილს ცდილობდა. “როდესაც ვაზნები გამითავდა, მე ორი ხმაურის ხელყუმბარა ვისროლე. მესამე ჩემს თავთან ახლოს დავდე, რომ დავღუპულიყავი, მაგრამ გადავრჩი“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები