თურქეთში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჰათაის პროვინციაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

პროვინციის გუბერნატორის, ერდარ ათას ინფორმაციით, ამჟამად ქურთ „ბოევიკებსა“ და თურქ სამხედროებს შორის შეტაკებები გრძელდება. აღმოსავლეთ თურქეთში 2015 წელს თურქ სამხედროებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებების განახლების შემდეგ, 1 200 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები